ამაღამდელო ღამეო ..
"ამაღამდელო ღამეო,
ნურც გათენდები მალეო."
ხალხური.
"ამაღამდელო ღამეო,
ნურც გათენდები მალეო. "
მისი მკლავები-მზეები,
მისი მკლავები- ჩემს წელზე.
მოვა სიზმარი შავ ცხენზე,
მოვა სიზმარი, წამიღებს,
შავი სიზმარი მომკლავს და
წამიღებს მერე შავ მთებში.
მნატრობდეს - ვერსად მხედავდეს,
მნატრობდეს - ძვლებში ვამტვრევდე.
ვახსოვდე- ვერ დამივიწყოს!
ვახსოვდე- ვერ დამივიწყოს!
მისი თვალები - მერცხლები,
მისი მერცხლები - მდევრები,
მისი მკლავები - მზეები,
მისი მზეები - ჩემს წელზე,
წამყვება, როგორც სარტყელი,
წამყვება, ალში დამახრჩობს,
ამაღამდელო ღამეო,
შენ არ გათენდე არასდროს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი