არჩევანი


მოდი,
დადექი და გადათვალე-
იქით პირველი, აქეთ - მეორე.
იქით წარსული. აქეთ - მე არ ვარ.
მოდი,
იყავი ქარიც,
ტოტებიც -
დაუბერე და მერე ჩემგან გადაიხარე.
მე ვერ გიამბობ პირამიდებზე,
სემირამიდის გამხმარ ბაღებზე.
მე ვერ გიამბობ სარკოფაგებში ჩაშლილ ცხედრებზე.
ვერც თეთრ მეჩეთთან გადაფრენილ ცეცხლის ენებზე.
მე ვერ ვიქნები შეღებილი ხის ალაყაფი,
რომ დაველოდო როგორ მოხვალ ზამთრის ერთ ღამეს
და ყინვისაგან გათოშილ ხელით როდის შემომხსნი...
აღარც კი მახსოვს როდის იყო,
როცა ქუჩაში მიმავალი უცებ შევშფოთდი -
წყალი ჩავკეტე,
თუ ოქროსფერი ნატვრის თევზები იატაკს ასცდნენ?..
ჩემს სიმყუდროვეს ვერ გადაარჩენ,
დიდი ხანია, როგორც ღრიჭოდან,
სიცოცხლიდან ნელ-ნელა ვჟონავ.
მოდი და
მხოლოდ გადათვალე -
არჩევანი და - ხის ტოტები.
არადანი და - წასვლა ჩემიდან.
არ შემიძლია ხესავით ვიდგე
და სეზონები ვიმარჩიელო -
დაუბერე,
თუ გადაიხარე
და სხვა მიწისკენ დაგრჩა თვალები.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი