თოვლის ლოცვა


შენი შავი მთები, თეთრი თოვლი,
შენი შავი მთები, თეთრი თოვლი,
წუხელ ფეხშიშველმა დავიარე,
წუხელ თმაგაშლილმა დავიარე.

ცივი იყო მთები, შორი იყო
და სიკვდილი, სანამ მე ცოცხალი.
შენი შავი ცხენი შუბლზე თოვლით,
შემომხვდა და დიდხანს მიყურებდა.

წაველ ფეხშიშველი, თმაგაშლილი,
შენი ცივი ქალი, თოვლის ქალი,
ჩემი წილი თოვლი მოვფხოჭნე და
წაველ, თავდახრილმა წავიყოლე.

წავიყოლე შენი და ხელები,
წავიყოლე შენი და მკლავები,
ჩავუთქვი და თუკი ამისრულდი,
ჩავუთქვი და მერე თუ არ მოვკვდი,

მაინც შენთან მოვალ, თუ არ მოვკვდი,
სანამ, თუ არ მოვკვდი, თუ არ მნახე,
შენი თეთრი ქალი შუბლზე თოვლით,
შენი თოვლის ქალი, გულში მიწით.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი