ჯვარი
მედიდგულებიო, ბედმა, მედიდქალებიო, ვერ გადააღწევო მასთან, უცხო მთებს გადაღმა, მთებიც მიწააო, ბედმა, მიწა - ავიაო, მხარზე ჯვარი აქვსო, მარცხნივ, შენგან დამალული. მედიდქალებიო, ბედმა, მეჯიუტებიო, ნატკენ ფეხზე არის ძნელი ზოგჯერ ჩამოყრდნობა, ჩაიჩეხებითო მერე, უცებ, ჭიუხებში, მერე - დადგებაო ღამე შავი, ყორნისფერი. გესიკვდილებაო, ბედმა? გეიმქვეყნებაო? მაინც მარტო ხარო, იცი, განაპირა. რა აიხირეო, ქარის დევნა, ყვავილები? დაიმახსოვრეო - გერგე სამგლე, სატიალე. ნუ მექალებიო, ბედმა, გირჩევ დაივიწყო- როგორ გაუყვაო ბილიკს, თითქოს ცა მიჰქონდა, სიზმრად მიუხვალო, მენდე, ძილში მიუხვალო და ტუჩებს შერჩები მოტკბო გემოდ, შაქარივით. მედიდგულებიო, ბედმა, მეავქარებიო. მედიდქალებიო, ბედმა - გეიმქვეყნებაო? ერთხელ, თვალებიდან, როგორც ჩიტებს ამოგაფრენ და მზეს გაგაყოლებ ქერის შორი ყანებისკენ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი