მე არასოდეს ..
მე არასოდეს არ გავხდები ოთახის კატა და შენი ღამის არ მერქმევა ერთგული ცოლი და მყუდრო, ტკბილი ყავის ნაცვლად ტუჩებზე მატეს ექნება გემო სიმწარის და ლიმონის... ოდნავ... მე აჩქარებულ სილუეტებს გავატან ელდას, მტვრიან თაროზე შემონახულ იმ მუნჯი ფილმის, გადახუნებულ ეპიზოდში რომ ხატავს მელნით, მივიწყებული ისტორიის უნიჭო ფინალს და მოთმინება - დაჭიმული შავი ავაზა, განწირულ მსხვერპლზე გამოთვლილი ზუსტი კამარით, ბოლოს მოუღებს მოლოდინით სულელურ დაღლას და მე შიშველი ხელების და ღმერთის ამარა გაზაფხულამდე ყველა იმედს წავათრევ მდორედ- რომ სხვა ამინდი გადაფარავს დათოვლილ ცოდვას და ცა არასდროს გამახსენებს ამღვრეულ თვალებს, ღამის ფანჯრებთან მომლოდინე ერთგული ცოლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი