არაფერია


ისევ ვსაუბრობთ.  არაფერზე...
ისევ გიყვები,
თუ როგორ ვაჭმევ დილით მტრედებს
და გზებს მივყვები,
რომ ლამის ვყვირი
ამ ხალხმრავალ სიმარტოვეში
და რომ სიზმრები მაწუხებენ,-
ისევ გიყვები.

ისევ ვიცინი.
საღამოა.  ისევ ქარები,
თავსხმა წვიმებთან ჩახლართულან
გამჭოლ სიცივედ
და მონატრების უსათუთეს ეკიბანეებს
იებით ვრთავ და-
უდარდელად ისევ ვიცინი.

მერე გიყვები,
კვლავ გულდასმით ვზომავ გასაჭრელს
და არეოლით  მოთმინების
წლები მმოსავენ,
მაინც ჯიუტად ვმალავ სურვილს-
გადამიმარცვლო,
მოქნილ ხერხემლის
სათითაო კრიალოსანი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი