უშენობის დოზა
მე ვიზოგავდი შენს თავს, როგორც ძვირფას სუნამოს, შენი სურნელი - შერჩენილი კაბას შლეიფი, შენი სიტყვები- მოხვეული ყელზე სურვილი შუამავალმა თებერვალმა ისე შეიშრო, რომ ვერ გავიგე, როგორ გალხვა ყინული ხმაში, რომ ვერ შევნიშნე,სად დამთავრდა ზამთრის სავალი, შემომეფოთლა შემპარავად თამაში ტანზე და დარჩენილი ყველა შიში ისე დამალა, რომ დაეჭვება აღარ ღირდა უკვე წვალებად, თუმც მერყეობას არომატი ჰქონდა მენთოლის... მე ყოველ ღამით გჭირდებოდი ისევ თავიდან და ყოველ დილას ჰაერივით არ გეთმობოდი, როცა შენს ალერსს, როგორც ძვირფას ფრანგულ სუნამოს, ყურის ძირებთან ვიპკურებდი უკვე თამამად, თუმცა მჯეროდა, წვეთ-წვეთობით ზღვაც დაილევა, მაინც ჯიუტად ვერ ვამჩნევდი, რომ ამ თამაშმაც, უკვე წააგო მომავალთან ყველა კამათი და სინანულით ჩამობარდნილ ეზოებს მოჰგავს, სადაც ტკივილი მწევარივით ჩამდგარა კვალში და ახლა უკვე წამალივით შენს თავს მიზოგავს. ... ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათო... გაიფიქრებ და ხელს ჩაიქნევ. ფანჯრიდან ისე გაიხედები, თითქოს დგახარ ყველაზე მაღალ, კლდოვან მთის წვერზე და აყურადებ დაგორებულ ქვების შორ ხმაურს. ჩვენი სიცოცხლე ისეთია, სავსე მთვარე რომ გამოჩნდება დაღამებისას- საფრთხილო და ცოტა საშიშიც. უკუნში უხმოდ მისრიალებს, როგორც გიურზა, ლამაზი და დაუნდობელი. ...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი