მონანიება


(არგაგზავნილი მესიჯებიდან)

მოდი, მომხვიე მკლავები,
შენი შხამიანი გველები,
მომხვიე,
ისე, რომ ყველა ძვალი დამემტვრას.
ჩამხედე თვალებში და ნახავ,
როგორ ვკამათობ ყოველღამ ჩემი ეჭვების ღმერთთან,
როგორ ვიფარებ სახეზე ბალიშს
და ვცდილობ მოვიკლა ყველა შენი სხვა.
წამიჭირე ყელში,
ცხელი, მახრჩობელა თითები
და არ დამტოვო ცოცხალი-
სანამ ტუჩებზე დუჟივით არ მომერევი,
ჩემი ყველაზე ტკბილი შენ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი