შენ ახლა
ახლა შენს თვალებში, ქალი-ქარი-შხალი ვნებების. ნერვულად ძარღვი კრთის ქვისგან გამოკვეთილ პროფილზე და ვითომ გულგრილად, სიგარეტს უკიდებ სიცივეს იმედით- ფილტვებმა სიგიჟის შეტევა გაფილტროს. ახლა შენს ცხელ თითებს, გაჟღენთილს კვამლით და კაეშნით, ვიღაცის კონტურის ნარჩენი სიმშვიდეც გაცლია. და მე ცისკენ ვისვრი ოცნების თაიგულს, ისედაც, ქუჩა წაულეკავს ამ ყვითელ, უგულო ნარცისებს. მერე კი, ჩემს ფიქრებს, მონასტრის შევაბამ კარიბჭეს, თორემ ეგ სიყალბე მიშუშხავს მზისგულა ენძელებს, იცოდე- ეს ჩემი, წლობით ნაშენები სიმაღლე, გახსოვდეს- ეს ჩემი, სიმწრით ნაფრთხილები ღიმილი, ყველა შენს სიტყვაზე, ყველა შენს გრძნობაზე გამძლეა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი