შიში
სულ მეშინია, რომ მოვკვდები. მეშინია,რომ უცებ გული გამიჩერდება- თითქოს ვიღაცამ შემოაღო ოთახის კარი, ნათურასავით უბრალოდ და მარჯვედ გამომრთო. ყველა შეხვედრა რომ არის ბოლო და ვეღარ გნახავ ამაზე მეტად. ან შენ მოკვდები. სულ მეშინია. რომ ერთხელაც, ჩვეულებრივ სახლიდან გახვალ და უკან აღარ დაბრუნდაო, მერე იტყვიან. ქალაქს სევდიან წარწერებით ააჭრელებენ- თითქოს დილიდან ბერიკაცმა ჩამოიარა და თეთრი კირი ჩამოუსვა ხეებს ჯვრებივით. შენ კი გგონია- თუ ვხმაურობ, მიწისქვეშ უნდა ქუჩასავით გადამიარო. შენ ალბათ ფიქრობ- თუ ვხმაურობ, კარს მიხურავ და ყველაფერი კარგად იქნება.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი