მგზავრი


„ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა!“

თითქოს და, სულში ათასი ძაღლი ჩაგაკლეს,
შენ მაინც, (მკვდარიც კი!), არცერთი თემის არ იყავი.
რიჟრაჟი შეპარვით ეხვევა ტანმაღალ აკლდამებს
და რკინის მამალმა-პირველმა საყვირმაც იყივლა.
ქალაქი ზმორებით, გულდაგულ იმშრალებს ჭრელ სახეს,
უფორმო სხეული მიუგავს ნაზამთრალ არყის ხეს.
შენ წევხარ მიწაზე, მთის ძირში, გულს იჭერ ხელებით
და გული ხელებში გიფეთქავს დამფრთხალი ბარტყივით.
სადღაც კი, ქუჩებში, ხორხიდან სისხლი სდის აკლდამებს
და როგორც სვავები, დღეები ნასუფრალს კორტნიან,
ამოგდის ყელიდან ათასი ჩაკლული ძაღლი და
თაკარა მზის პირზე დგებიან გახრწნილი მკვდრებივით.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი