მზე-ავგაროზი
გამოთლილი ვარ ქანდაკება წლების ზოდისგან და გულში დარდი შავი მიწით მივსებს ნაბზარებს, მზე რახანია გადასულა თურმე მოდიდან, მე კი ჯიუტად, ცითმოფენილ ფანჯრის რაფაზე, ვზრდი ყვავილივით, ვუსხამ სითბოს ხელისგულებით და მერე, ყელზე დაკიდული ქუჩებში დამაქვს. სადღაც კი ქარი აფრიალებს წუთებს და თითქოს, თეთრი თიკნები, შეფენილი მწვანე ფერდობზე, სძოვენ სიმშვიდეს და ჩემს ყელზე მზე-ავგაროზი, ყოველი დილით ყურის ძირთან ტკივილებს გითბობს. მე კი გადავალ იმ მთის იქეთ - თითები დამზრა, ღამე მეღვრება თვალებში და ისევ დილამდე, ჩამოსხმული ვარ სიცოცხლისგან, ვენერა ვარ და ჩამოტეხილ გულს ორივ ხელით მკერდთან ვიმაგრებ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი