სტუმრობა
მოგივლენ, ჰაგრე'ღა, შენ დედისძმებ, შინაობა უთხრიდ,* სირცხვილიწა. საწოლის გასწორა' დასხდებიან, არც ვინ - ადექიოღ!- შეგაწუხებს. ნუაღ ჩე'ჭიდებ ჲამ საწუთროს, ნაჯაფა' ხელებიც გულს დი'ყარ, თუ მეტა' ჩამობნელდ, არაუშავს,- შენდობას შესთხოვად -შეგაწევენ. არ-ღ დაგეშინოსავ,- დაგიბარეს, ცხვათ ჲეგ გზებ უფრ წინ გავლიეთავ. მიწაი - განამ რა'ს დაგამძიმებს, ქარ გაშლის სიბუქა' საბანივით. მოვიდნეს, -მოგდისა, -შენ წაყვანად, მანდილსაღ დაგახურებთ- რომ არ დუ'ზრ,* სანამ წახვთ, სანამ გზას დაგილოცვენ - ჯერ სულს ბალახივით ამოგწვდიან. შინაობა უთხრიდ * - შინაობის თქმა, -სტუმრად შემოპატიჟება. რომ არ დუ'ზრ * - დაზრომა, -შეცივება.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი