ერთი ფრანგული საღამო
"au dghees mteli saghamoa dolze vupartkunebdii sanam mezoblebma deda ar magines ar gavcherdii... tan didi doli maaq da bolo xmaze vurtkaam..." ინტერნეტ-მესიჯი მეგობრისგან. ქ. ლიონი. დოლს ვუკრავდიო სუუულ ბოლო ხმაზე მთელი საღამო... შენ ჩემო გიჟო, ველურო ბავშვო... ნეტავ რას გრძნობდი საფრანგეთის უცხო სივრცეში, როდესაც კლავდი მარტოობას დოლი-ტყვიებით და დაბერილი შენს ხელებზე ლურჯი ვენები ვეღარ გშველოდა შემოჩვეულ გაორებისგან?.. და ამ ვენებით დოლს უკრავდი მთელი საღამო, რომ დაგლეჯვამდე დაგეღალა შენი დარდებით, მოგონებებით,შიშითა და შავი ვარდებით, იმ მოლოდინით,ხეტიალით, - მთელი ცხოვრებით და შენს თვალებზე დაშვებული მძიმე ფარდებით- ფარდა-ნიღბებით. ფარდა-თეატრით. ფარდა-ნაღმებით. ვიღაცა ფრანგი იშლებოდა ალბათ ნერვებზე, რომ არ აცლიდი წყნარად ჭამას ცივი "tomatou"-ს, რასაც ზედმეტად უმლაშებდა შენი დოლის ხმა. და როცა ერთხელ კვლავ მოგივლის ღამის სიგიჟე, ფარდა-ნიღაბი-ნაღმი ისევ რომ აფეთქდება, მხრებზე მოვიხვევ აბრეშუმის ქსოვილებს სათუთს და მონატრებას დაედება ფერი ინდიგოს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი