სად არის ჩემი წილი ღმერთი? ..


-სად არის ჩემი წილი ღმერთი?-
გავიფიქრე და ცას ავხედე,-
ჩემი მეგობრის თეთრად შეღებილ ჭერს.
რომლის მაღლა არ იყო კრამიტით დაცული სახურავი.
უფრო მაღლა კი იდგა ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობით,
მოსალოდნელი ნალექიანი დღეებითა და
ვერასატანი ღამეებით.
სავარაუდოდ, ქროდა ზომიერი,
გაურკვეველი მიმართულების ქარი,
ჰაერის მინუსოვანი ტემპერატურით.
როდესმე, კვირის ბოლოსკენ,
იმედია, გამოიდარებს.-
გავიფიქრე.

დავჯექი და ვიტირე,
რომ ადამიანებს ენატრებათ ერთმანეთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი