გახსენება
მოვიდა და თვალებზე ხელები ამაფარა. დიდხანს ვიხსენებდი. თითებით ვიხსენებდი. (სახელი ვერაფრით გავიხსენე). მხოლოდ მათი კონტური ვიცანი და გამიკვირდა,- როგორ მომწვდა იმსიშორიდან. როგორ მოსწვდა ჩემს თვალებს. როგორ მოაგნო. მე უკვე მკვდარი მეგონა, დიდი ხნის გარდაცვლილი, მიწის ქვეშ მიძინებული, გულზე ხელებდაკრეფილი- ის კი მოვიდა და თვალებზე ამაფარა. მეგონა, სახელიც აღარ მახსოვდა. მეგონა, მხოლოდ თითებზე შევრჩი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი