რამდენი მკვდარი გროვდება დასამარხი ..


რამდენი მკვდარი გროვდება დასამარხი.
არა და,  უყურებ - თვალებია:
შავი. ოდნავ მორუხო.ხავსისფერი...
ისეთი ფერებია,
თითქოს დამრეცილ ფერდობს შემოდგომა შემოეპარა.
იმდენი მკვდარი ფოთოლი გიყურებს მიწიდან,
იმდენი ნაცნობი თვალი გდია მიწაზე,
გეშინია,
ნაბიჯს თუ გადადგამ - ნაღმებივით გაგისკდებიან.
რამდენი დასამარხი გროვდება,
უნდა გადაითხარო მთელი გული, რომ ჩაიტიო.
არ ჯობია, სულაც, ცეცხლი მიუკიდო
და გამოტრიალდე?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი