ზოგჯერ ასეა ..
ზოგჯერ ასეა,- ამოწურავ, როგორც ჯვალოს მძიმე ნაჭერს, წყალში რომ იყო ყინვისას ჩაგდებული. იდაყვებამდე ყოფ ხელებს, კანის გალურჯებამდე, ძვლების შეჭმამდე და სადღაც ფსკერზე, ძლივს აგნებ საკუთარ თავს, ებღაუჭები ათივე თითით. ექაჩები ზემოთ შერჩენილი ძალ-ღონით და ცდილობ ისე ამოწურო, ისე გადაახრჩო, წვეთი სინანულიც აღარ შეგრჩეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი