არ მჭირდება შენი სიმართლე ..
არ მჭირდება შენი სიმართლე. არც მისი... არც მისი... შენ შენი ყურები გაქვს, მას მისი თვალები- არ ვიცი რას ხედავთ, ან რა გესმით. აღარ მჭირდება თქვენი სიმართლე, უკვე ჩემი საკუთარი მაქვს. როცა ყური მის მკერდზე მიდევს, გული მიწისქვეშა ტბასავით უფეთქავს და ყველა სხვა ხმა მოგონილია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი