არიან კაცები
არიან კაცები - თვალებში დამწველი სიცივით. არიან კაცები - მუხლებზე გინდება დაცემა. კაცური კაცები, მამების კაცური შვილები- დარჩენილ კითხვებზე პასუხის კაცურად გაცემა. არიან კაცები,ძვლებამდე გატანენ მზერით და ბროლივით გემსხვრევა სულ ყველა ტაბუ და ტოტემი... სევდიან ტომებად შეკრული ბავშვობის წლებიდან, ცოდვა აქვთ სათრევი, ნაშიფრი საკუთარ ფონტებად. სულ ბოლო შანსია გათვლილი, სულ ბოლო გარისკვა. ნერვები თრთიან და დასცინი ატუზულ გიენებს, ვიცი, შენ არასდროს გჭირდება მომავლის კოზირი, ძარღვებში ისედაც ფოლადის წარსული გიელავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი