ხე
რაც უფრო ახლოს ვეცნობი ცხოვრებას, მით უფრო ეჭვი მეპარება სახელებში, ისტორიის ფურცლებმა რომ შემოგვინახა. ის ხე უფრო მაინტერესებს, ამ წიგნისთვის ძირში რომ მოჭრეს- რა ერქვა, ან რა ფერის ქონდა მერქანი... რატომ მგონია, ცულით ხელში როცა მიადგნენ, რომ მის სიღრმეში, როგორც ტუჩებზე, დამცინავი ღიმილი გაკრთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი