ერთხელაც გადადიხარ ..


ერთხელაც გადადიხარ საკუთარი თავიდან,
უმისამართო მინდვრებში,
ურელსებო ბალახებზე
და ვეღარ ჩერდები  ხალხმრავალ ბაქნებთან.
მხოლოდ მზერას ატან  ჩაქროლილ ვაგონებს,
მათთან,
ვინც უკან არასოდეს ბრუნდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი