მინა


ცხოვრებას,
როგორც შავ-თეთრ პეიზაჟს,
მხოლოდ მკაცრი ხაზები შვენის.

არავითარი ჭრელა-ჭრულა,
რა პეპლები და ყვავილები.

სველ მინაზე
ხელის გადასმას უნდა ჰგავდეს ყველა შეხვედრა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი