გადამალე ყველა გვამი ..
გადამალე ყველა გვამი. მერე დახედე საკუთარ ხელისგულებს. არ ჩანს ანაბეჭდები. მხოლოდ მე შემოგრჩი. მე გავჩუმდები. შენ - ნუ გამომაჩენ. გავჩუმდები, რომ არ მიყვარს ლექსები. გავჩუმდები,რომ - "შენზე მეტად", რადგან, ვიცი შენი ხელები, რადგან, აღარ ვიხსენებ ფსკერს. მატარებლები დაკიდულ ხიდებზეც გადადიან და ერთნაირად ძნელია წასვლა ძილის წინ და გაღვიძებისას. მე დავიბრალებ დანაშაულს. მე დავიბრალებ, რომ სუსტი ვიყავ. მე დავიბრალებ, რომ ყველაფერი ნამდვილი იყო, რასაც ეცადე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი