Casuelle
ქარს მზე გადასცდა სასულეში, (თბილად გაცვია, იმედია). უშენო დილა - სისულელე. უშენოდ - მოვედ-მივედები სახელებს, ქუჩებს, მისალმებებს, ღიმილს, ეტიკეტს... რახანია, ეს ფორმალობა მიმსუბუქებს და წყალში გახსნილ სახამებლის გემო აქვს დღეებს, გამჭვირვალე, ვსვამ და - ტუჩებზე ილექება... ქარი ანჯამებს აჭრიალებს, შენსკენ სავალი ბილიკების, გზას რომ კარივით დაეკიდა... და როგორც შენი მოფერება, ტანში მაციებს მოლოდინი და დღეებს მივედ-მოვედები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი