Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_f2m17nm55k3cmv3esnu04a1s2t, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
კედელი - ნანა ქელეხიძე | პოეზია

კედელი


კედელი?
არა.
ხელებსაც კი აღარ ეხები.
ვერც ვერასოდეს მიეყრდენი...
ვინც სიზმარ-სიზმარ დადიოდი თავსხმა წვიმაში,
ვერ მოგაშველა მუჭა მიწა
ვისაც ვერავინ,
კედლები კი არ,
ზოგჯერ დილაც მხრებზე გეშლება-
აგურ - აგურ  და
გული - გულის,
თუ არნდობის წილ...
ფანჯრები?
არა. 
ზოგჯერ კარიც ისე მყიფეა,
ქარსაც არ უჭირს შემოხსნას და
ღიად  დატოვოს...
ჰო,
ზედმეტია გულში ყველა გაჭრილი სივრცე-
გახვალ ერთხელ და
ვერასოდეს  ვერ  დაბრუნდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი