ქაღალდის ნავი
სუფთა ფურცელი მაგიდაზე. რაღა დავწერო? ვკეცავ. ჩრდილოეთისკენ. დიაგონალზე- მარცხნივ და მარჯვნივ. სამხრეთისკენ და… გულისკენ და… თითები ფრთხილად დასრიალებს ნაწიბურებზე, როგორც შენს მხრებზე და მახსენდები... თეთრი ნავები ბრუნდებიანო- შევაცურებ ჰაერში და მეჰაერის ჯიუტ ცოლივით დავეყრდნობი მორყეულ რაფას… რა ჰაერის ზღვა, ან თეთრი ნავი, ფურცლის პატარა ნაგლეჯია, მარჯნის რიფივით გამოედო ნაძვის ხმელ ტოტებს და... ჩაიძირა... ერთი… ორი… უსასრულობა… დედაშენი. მე. თავზე მანდილი წაიკრა. ჩაი დამალევინეო ჩემი საყვარელი ჭიქით. გადავაბრუნე მთელი სიზმარი და ვერ ვიპოვე ის ჭიქა. შენს სოფელში ალბათ ბნელი ღამეები იცის- რა დაგაბრუნებს …
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი