მიწას ვთხრიდი სანგარივით ..


მიწას ვთხრიდი სანგარივით
და ვდგებოდი შენზე ფიქრის დროს.
როცა გარშემო მთები იყო
და მზის ამოსვლა,
როგორც სხეულზე თოკის დახვევა-
ამოქაჩვა სუფთა ჰაერზე.
ახლა შემოდგომაა.
შენს უკარფანჯრებო საძინებელში წვიმს მთელი საღამო
და მუხლებამდე შეგუბებულ კამკამა წყალში
უხმოდ ტივტივებს თეთრი ფურცლები.
წევხარ საწოლზე,
გარიყული ბოლო მგზავრივით
და მელოდები,
როგორც უკითხავად გამოჩენილ ხსნას,
რომელიც მოდის
და რომელიც შენ არ გჭირდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი