Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_hemgp5ksaef52l1mhit0iqgh9k, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სად პოულობენ ადამიანები ძალას .. - ნანა ქელეხიძე | პოეზია

სად პოულობენ ადამიანები ძალას ..


სად პოულობენ ადამიანები ძალას-
გამოტრიალდნენ?!
მივიდნენ პირამდე,
იდგნენ სუნთქვაშეკრულები და
მაინც შეძლონ - არ გაიხსენონ.
სად პოულობენ ძალას ადამიანები,
რომ დაივიწყონ,
ვისთვის ძლებდნენ და 
ირწეოდნენ ცაში ფრანივით,
როცა ხელის არასწორად ერთხელ დაშვება
ვარდნას ნიშნავდა?
მე როგორ შევძლო,
ჩავუარო შენს სახლს,
თითქოს ფოთლების შრიალს
და თმა ოდნავ შევისწორო,
გაუაზრებლად,
ან მოვიდე შენს რკინის კართან
და ვიპოვო ძალა
უკან გამობრუნების?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი