Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_cn6tth10ncgolvpb6bpsdr9nf8, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
წარმოუდგენელია .. - ნანა ქელეხიძე | პოეზია

წარმოუდგენელია ..


წარმოუდგენელია სიკვდილში გადასვლა,
ისევე, როგორც განცდა-
მდინარეების ლივლივი დაგვიდიოდეს ტანში,
ვიყოთ წყალივით გამჭვირვალე
და ტუჩების მკვეთრი მოძრაობით კი არა-
ტალღების დგაფუნით გადმოვდიოდეთ სხეულებიდან.
წარმოუდგენელია ზღვის სიმლაშის ხაზი ჰაერთან,
იყოს კანქვეშ გატარებული მაღალი ძაბვა.
ან ხელი ჩავყოთ ერთმანეთში,
როგორც წყალში
და გავიოცოთ:
რა შეუცნობლები ვართ,
მოუხელთებლად უფორმოები,
არც მუჭში ვრჩებით,
არც ხელისგულზე.
მხოლოდ ამღვრევა შეგვიძლია ერთმანეთის,
ისე,
ვითონ გავიარეთ პატარა გუბე.
წარმოუდგენელია,
დავიჯეროთ ხორცის არქონა,
მდინარესავით ვარდნა,
როგორც სიკვდილში შესვლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი