გაახელ ზოგჯერ თვალს და დაინახავ ..


გაახელ ზოგჯერ თვალს და დაინახავ,
რომ ადამიანები გასულან შენი ჰორიზონტიდან, როგორც სიცოცხლიდან.
და დაინახავ,
რომ ადამიანები შემოსულან შენს ჰორიზონტს შიგნით, როგორც სიცოცხლე.
და თითქოს დეკორაციები შეცვალა ვიღაცის უხილავმა ხელმა.
დაუკითხავად, შეუმჩნევლად, დაჟინებით,
როგორც უცაბედი წვიმები შორეულ,ზღვისპირა ქალაქებში,
როგორც ბირთვული აფეთქებები ქალაქებსა და მთებს შორის.
როგორც ყველა უსიტყვოდ დადებული შეთანხმებები.
როგორც კანიდან ავარდნილი რადიაციული მიზიდულობები.
როგორც სიკვდილს გადარჩენილთა გააზრებული სასოწარკვეთა.
როგორც დღეები,
რომლებიც გადის მოთმინების ნიშნის ქვეშ.
როგორც ზაფხულები,
რომლებიც ცვლიან ჰორიზონტის ხაზებს,
რომლის შიგნითაც გადმოაბიჯა მან.
და შენ ითვლი:
პლიუს კიდევ ერთი დღე,
რომელიც გვაშორებს.
მინუს კიდევ ერთი დღე,
რომელიც გვაახლოვებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი