Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_v0kb90v77f71sffgokulf1c297, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ვერ ჩაანაცვლებს .. - ნანა ქელეხიძე | პოეზია

ვერ ჩაანაცვლებს ..


ვერ ჩაანაცვლებს საგნები ადამიანებს.
ვერც ადამიანები საგნებს.
ვერ ჩაანაცვლებს მიწა წყალს
და ჰაერს წყალი.
ვერც შუბს დამალავ ხალათში
და ვერც ცეცხლს ჯიბეში.
არ ჩუმდებიან, როცა თვალები სავსეა 
და ვერ საუბრობენ, როცა ცარიელია უკან მოხედვა.
ვერ იფიქრებენ ისეთს,
რომ სხვას სიამოვნებდეს მათით
და მხოლოდ მაშინ ხდება ნაბიჯი
ვითომ თოკზე გავლა, როცა
ვერ ჩავანაცვლეთ ადამიანებმა სხვების სიჩუმე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი