ყოველი დილა ..
ყოველი დილა - გამჭვირვალე ფერის მენიუ, მარილიანი შავი ყავა ფრანგულ რეცეპტით, შენ კი მიჰყვები უაზრობებს ხმებით არეულ და გზით,რომელიც არასოდეს არ იკეცება. ვეღარ ბრუნდები. მერე გულში მარტივ რებუსებს ჯღაბნი უმელნოდ, უარაფროდ, ჯღაბნი სითეთრედ. თოვლის ქალები და კაცები უხმოდ დადიან წრეზე და გზები არასოდეს არ იკვეთება. და ისევ თოვა. თოვა. ზამთრის გღლის ავენიუ. უჰაერობა გემართება მორიგ შეტევად. შენი ცხოვრება - არეული სტილის მენიუ, ფურცლის ნაგლეჯზე მინაწერი უცხო რეცეპტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი