როგორ იბრძვიან ადამიანები გადარჩენისთვის ..


როგორ იბრძვიან ადამიანები გადარჩენისთვის,
როგორი განწირული სასოწარკვეთით,
ჭაში ჩავარდნილივით ასცქერიან ზევით იმედებს,
ოკრო-ბოკროდ შემოსაზღვრულ გამჭვირვალებას.
რა კარგია,
რომ ექო არ აქვს ცისკენ ყურებას,
რა კარგია მოგუგუნე ქვის კედლების ცხადი დუმილი,
როცა ტკაცუნით სკდება გულები,
ცელოფნისგან გაბერილი მრგვალი ბურთები,
თითქოს ვიღაც ზის
და წინ გაფენილ თბილ სხეულებს ორი თითით მშვიდად მიჰყვება.
როცა შენი ყველა იმედით უკვე წყალში ხარ,
უკვე წყალია შენში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი