ღამე
ბოტოქსის ინექციებით გაშეშებულ სინთეტიკური გრძნობების ერაში, სტატუსებად ქცეულ სიყვარულის ვირტუალურ წყობილებაში, როცა ჰაერში ყველაზე ნამდვილი მხოლოდ წვიმების შრიალია და როცა ისე მიდიან, რომ მოდერნიზებულ გამოქვაბულზე ნახშირით მიხატული პეპლები შეიძლება ერთხელაც! ვერ! შენიშნონ! როცა ხასიათის პროგნოზირებულ ცვალებადობას მოდურ ჰოროსკოპებით გამოთვლილ სიხარულს უთანხმებენ და ბიომაგნიტური დღეების შემოღამებისას ტკივილი გველივით საფეთქლებს მაცდურად ლოკავს, აღარ მაღელვებს, ღრუბლებზე მზიდან ჩამოღვრილი მეწამული ფერი, რადგან არ მახსოვს, ყოველი ღამით ღმერთს რატომ ვეძებ იმ ირმის ნახტომში, რომელიც მოკალი სანადიროდ წასულმა და შენს ლოდინში, ცაზე მიბნეულ ვასკვლავებს გათენებამდე! მაინც! ჯიუტად! ვითვლი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი