როგორი ცოცხლები ვიყავით მაშინ ..
როგორი ცოცხლები ვიყავით მაშინ, როგორი ღიმილით და მიმნდობები, როგორი მოლოდინით, როგორი ყვავილებით. როგორი ცოცხლები ვიყავით მაშინ, როგორი ლანდები და ფინჯანში მწვანე ჩაი, როგორი ფინჯანში ჩამშრალი ზაფხულები. როგორი ცოცხლები ვიყავით მაშინ, როგორი სხეულები ყელამდე მობეზრებით. როგორი მიწიდან აფრენილ ღამეებით, როგორი მუხლებამდე გაზრდილი ბალახებით. და როცა ვიცოდით, რომ ფოთლები შრიალებენ და როცა ვფიქრობდით, რომ წვიმებით ნაყრდებიან. ისეთი შვილები ვიყავით მაშინ, მზისფერი ბავშვები და მზესავით დაქალება. ერთგული დედები და უნიჭო საყვარლები, დრო-და-დრო სასაცილოდ მზრუნველი გამოხედვით. ისეთი ამაზრზენი და მოტკბო ტკივილებით,- თითქოს და, დახუჭული თვალებით დანახული ხეები, ამოზრდილი მოხრილი ზურგებიდან. და როგორ გვეგონა, რომ როცა ჩვენ არ ვიქნებით. და როგორ გვეგონა, რომ როცა ჩვენ დავივიწყებთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი