სხვა


-რიგი თურმე ეს ცხოვრება. ყველ'ა  რიგში ვდგავართ-ად  ველოდებით, ვის როდის მოგვივ წასვლის ჯერ.

-რაგვერც წყურვალ წყლისაკ, რო კვდებ, თურმე იგრ იწევს მიწისაკ ცხედარ. ერთ სულ აქვავ როდის დაღმარხავენ. მემრ ექვს წელს მოდისავ თავის საფლავზე. ექვს წელ რო გავ, დანახვა არ უნდავ, იგრ ეზიზღებავ.

-ჰო, არ ში'ძლებ მეტა' დიდ ჴანს გაწირვა. აგე, დიდოებ არას აჩერებენ მკვდარს უდერა' ჴანს.

-წინავ, მაჴსონს, ჩემ დედა შესწრები თუშეთ, ქალ მიჰყავდათ დიდოებს  თურმე დამარხვად. შუ'ხედავად - რადარ-ცოცხალ ჯერ კიდენ. ვაიმეე!.. რას სჩადითავ, ცოცხალს ღმარხავთაავ? "არ მოკვდა და მაინც მიჰყავთ."- გადმუუძახი "მკვდარს" ტირილით.

-აავ, ტყუილ იქნებ ეგ...

-არა, არა, მეაც გამიგი, მართალი. სუ გაქცევაზე იყვნეს ხოლმე იმაშ დიდოებიდ, ვერას ატარებდნეს საკვდავას. რამდენჯერ ცოცხლადავ ღმარხავდნეს თურმე.

-ავ, ავ, ხალხნო, გაგონილა?!..

-არსებობს, ქალებო, არსებობს სულ!.ტყუილად არ გჯერავთ, ვისაც არ გჯერავთ.

-ეეხ! ახალგაზრდებ არ უნდ კვდებოდნენ, ბალღებ, თვარ, ჩვენ სიკვდილსამ რა უშავ..

-ყველას თავისი წილ სამარე აქვის შესავსებ, ვერავინ მოკვდებ ცხვის მაგიერ, თვარ, რამდენ დედა შესცვლიდ თავის შვილს.

-მეტა კარგა კი ყოფილ თურმე იქ...

-ვერას ვიც, კარლო ექიმ ხო გახსონთ? ერთ ვისა'მ დასიზმრებიად, რაგვერ ხარივ, უკითხავ. მეტა კარგ ვარივ, სუც არაფერ მიჭირსავ, მაგრ, მაინც მანდაურობა მენატრებავ, მაინც სამზეოს მერჩიყოვ...

-ეეჰ, ვეღარას ვიც, ჲეგეც მეტა მალ წავიდ, ვერ თუ გაძღ სიცოცხლით, ბეჩავ...

-რიგი, ხო ვამბობ, ჲეს ცხოვრება,-სიკვდილის რიგ, ვინ წინ ვდაგვართად ვინ უკვენ, გან ვიცით...

-რიგი, ჰო, ჰო..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი