არავითარი პრეისკურანტი ..
არავითარი პრეისკურანტი, ჩვენ ვიყიდებით ყავის მარცვლებით, ჩვენ ვიყიდებით კირქვის და ლერწმის, ქერის და ფეტვის გადანაცვლებით, სიტყვა რომელიც არ შეიცვლება, რომელსაც ყავდა ქვაზე დამწერი ან ჰამურაბი, ან სოლომონი, ან ხუთი მუხლი იამბიკოთა და იოანე ერთხელ, მეორედ თუნდაც ათასჯერ დაბადებული, როგორც მარჯანი ზღვაში და ხელზე და მოლუსკებში მარგალიტები, ფეხმძიმე ქალი იოანეზე და ზამთრის ღამე გახვეული მილიარდობით სეტყვის მარცვალში, ცამ პირი გვიყო მიწის მაგიერ, ჩვენ ვცოტავდებით და ჩვენი ქვიშა მიდის ტაატით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი