შემოგეპარე თვალის ნაპრალში ..
შემოგეპარე თვალის ნაპრალში და მთელი ღამე შენთან ვათენე, შენ მწვანე ხარ და მე თაფლისფერი ჩვენი მდუმარე სიტყვებია: – მე მინდა შენთან და ეს არის შეუძლებელი, ისე ვით თავის ჩამოღრჩობა ქალაქის ყოფილ მერიასთან, შუა ქუჩაზე, და ჩემი თავის მოძრაობა. . . ვით შუქნიშანი მე ვინთები, და მე ვარ მხსნელი, სანამ მანქანის საბურავებს რეზინის სუნი – ჩვენ მწველი მზერა ავგდის, გავჩერდეთ სტარტთან, და ვიტყვი ასე: რადგან ვცხოვრეთ სტანდარტული, ავანგარდული, ხელმოწერილი ბლანკის ცხოვრებით, რადგან პოსტმოდერნს დიდი ხანი ვთვლიდით სიახლედ, რადგან ჩემსას და რადგან შენსას ტაბუ დაედოთ გენიტალიებს, რადგან გვაჯობეს ადამმა და ევამ ქმნადობით, დასაჯა ღმერთმა. . . ვის აპატია? რას ფიქრობ ღმერთზე? და რას ფიქრობენ თამამები, გაბედულები ან თვითონ, ღმერთი რას ფიქრობს ნეტავ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი