შენ იცი ჩემი სახელი და მე ველი ..
შენ იცი ჩემი სახელი და მე ველი, როდის დამიძახებ, ჩემი ქალაქი იერუსალიმია და ჩემი თავის ქალა უბნებად დაშლილი ხსოვნის ზეთისხილი, მარადმწვანეა და ყვავივით მარადშავია, რა დიდხანს ვცოცხლობთ უსიზმრებოდ? რა დიდხანს გვამშვენებენ ფრთები და ფოთლები? მე ვიცი, შენი სიყვარული აკრძალულია, როგორც ლარსის და სტეფანწმინდის გზის მონაკვეთზე თოვლს შეუძლია ჩამოწვეს და ვერ ვამოძრაოთ თოვლში თითები. თოვლმა ჩახერგოს ყველა მგზავრი ვინც იჩქაროდა, ჩვენ კი სხივების თვლამდე შევყვეთ მძიმე საუბარს. მე ვერასოდეს ავხსნი გულში როგორ ხმაურობ? მე ვერასოდეს გამოვიგნებ მზერას შენამდე, ჩემი ქალაქი იერუსალიმია და როცა ვნახავ, გამახსენე, რომ უსიკვდილოდ მხოლოდ ელია და ენოქი დარჩა იმათგან. გთხოვ გამახსენე, რადგან მინდა ვიყო პირველი.…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი