სარისკო – (იუმორესკა)
მინდა ევროკავშირში, მინდა თორმეტ ვარსკვლავში, უნდა ვთხოვო ოლიმპიურ ღმერთს და მისტერ ტოპოლანეკს ჩემი დღეა 9 მაისი და ჩემამდე იყო სხვისი გავხდი ცისფერსისხლიანი არც ჟღალი ვარ, არც წითელი მყავდა ნოე ჟორდანია და მანამდე მთაწმინდელი, კიდევ ჩემი მეფეები U.S.A ბრწყინვალენი: თამარები, დავითები, მირიან და არჩილები ზღვა მქონდა და ზღვასთან კოვზი არ მიმქონდა არ დაშრეს _ თქო, ჩამოსულებს ვაფრთხილებდი ტარანი არ გაძვირდეს _ თქო. წამართვეს და ჩემი სკოლაც დაამთავრეს წარჩინებით მისტერ მირეკ, მტერმა დახრა ჩემი ოქროს ტაშირები, შენთან უნდა შემოვიდე, ეგებ, მოვკვდე დამშვიდებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი