ჩემში ვეძებ წელთაღრიცხვას ..
ჩემში ვეძებ წელთაღრიცხვას, წყლის წისქვილს და ქარის წისქვილს, ვეძებ ჩემი საფლავის ქვას, მარცვალ - მარცვალ ვეძებ სიკვდილს, სად იშოვი ამდენ სიზმარს? საშობაო ნაძვის ხეებს, მამას, ისევ შუბლგახსნილს და დედას, ისევ შუახნისას, ხოლო შვილებს: “ჰაოსს, ქართლოსს, ბარდოსს, მოვაკანს და ლეკსს და ჰეროსს, კავკასს, ეგროსს და მე ისევ რადგან ჩემში მდინარეა: ვეძებ…ვარსკვლავს შუადღისას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი