გამოიგონე ახალი ენა ..
გამოიგონე ახალი ენა, პურის თავთავებთან და ეგვიპტელებთან სასაუბროდ, როგორც იოსებს მანასეთი ღმერთი დაგავიწყებს ტკივილს და მამას გაგახსენებს, რადგან ის ღმერთია, ხოლო მე ვიქნები შენთვის სხვა ასული, მე ვერ დამივიწყებ, სამხრეთი ვრცელია, ცელი ვერ მოიცლის ჩემი ფეხებისთვის და სისხლის წვეთები წვივებს ვერ აფოთლავს. ჩემო ფარაონო, სიზმრებს ვერ იმეტებთ ჩემთან გასამხელად, მე არ ვარ ივლიტე, რომლის წარმოშობა, დღემდე უცნობია. მე ვარ ქანაანი და მე ვარ გულწრფელი ქვეყანა ქამისა ნოე კი მთვრალია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი