ბარკაროლა
რომ გაწვიმდება, და ყველანი ნაპირს მიაშურებენ თავიანთი ნავებით, და შორიდან ხელს დაგვიქნევენ, შენ ნავის გასწვრივ მიამაგრე ჩვენი ნიჩბები, მშვიდად მიენდე ტალღების ნებას, და მიმღერე ,,ბარკაროლა,,.. ჩემი ნაპირი წვიმისა და შენი ხელისგულების ნაპირია, საიდანაც უფრო შორს და უფრო უცხო ჩანს სხვების მიწები და ნაპირები. შენ იცი,როგორ უნდა დამაბრუნო სხვისი მიწებიდან შენთან! რომ გაწვიმდება, და ყველანი თავიანთ ნაპირებს მიაშურებენ, და შორიდან ხელს დაგვიქნევენ, შენ ნავის გასწვრივ მიამაგრე ჩვენი ნიჩბები, მშვიდად შეაგებე ჩემი და შენი ნაპირები წვიმას, და მიმღერე ,,ბარკაროლა,,... 9.07.06.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი