ლ ი მ ო ნ ი
ახლა იგი ჩამავალი მზე კი არა, მხოლოდ მთის წვერზე შემოდებული გაჭრილი ლიმონია. მას არა აქვს შენი გამძლეობა და მთის იქით უნდა ჩაიწუროს. მე ვწევარ შენს თვალებში და მშვიდად მარწევს ქარი. იცი- არ იცი- ეს. მე ვწევარ შენს თვალებში და მშვიდად მარწევს ქარი. გაუნაწილე შენი გამძლეობა მზეს, რომ მთის იქით არ ჩაიწუროს, თორემ იგი უკვე ყვითელი ლიმონია, და გვასწავლის,რომ ჩვენს შვილებს უკვე აღარ მოუხდებათ ყვითელი ტანსაცმელები... 9.04.03
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი