მე ბევრი ვიმოგზაურე ..


მე ბევრი ვიმოგზაურე.
ძალიან ბევრი ვიმოგზაურე.
იმდენად ბევრი ვიმოგზაურე,რომ
მთელი სახეული,ყველა ორგანო,ყველა კიდური
მოგზაურობის თავგანწირული,
ცარიელი შთაბეჭდილებებით მაქვს სავსე.
ყველაფერი მახსოვს:
არსად არაფერი არ მინახავს.
არავინ არ შემხვედრია.
თავს არაფერი გადამხდენია.
არ ვყოფილვარ არც მიწაზე,არც ცაში,
არც წყალზე,არც ხმელეთზე.
არ მომივლია კონტინენტები,
პოლუსები,გალაქტიკები.
მე მხოლოდ არსად ვიმოგზაურე.
ბევრი ვიმოგზაურე.
ძალიან ბევრი ვიმოგზაურე
შენ რომ დღიურიდან რომელიღაც საყვარელიცც
წელიწადი,თვე და რიცხვი ამომიხიე,
იმ ფურცლისგან გაკეთებული
ქაღალდის თვითმფრინავით...


25.02.2004

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი