Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_1smrlib1q9llm2sk77eghsgor2, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მე ვარ შენი ნაღვლიანი ჩინელი ბავშვი .. - ნათია ნაცვლიშვილი | პოეზია

მე ვარ შენი ნაღვლიანი ჩინელი ბავშვი ..


მე ვარ შენი ნაღვლიანი ჩინელი ბავშვი.
მხოლოდ სიზმარში თუ ამიტანს
მდუღარე წყლის ზედაპირიდან ორთქლი ზევით,
და ავცდები თვალებს,
ზევით,ზევით,
თვალებს...
ყველაფერი ისევ ქვევით ბრუნდება ცხადში...
მე ვარ შენი ნაღვლიანი ჩინელი ბავშვი.
და არც მაშინ ვმხიარულობ,
როცა ჩემს მუქ კანზე
ფერად-ფერად პეპლებს ხატავ.

მიამბე მათი თავგადასავალი,
ვინც ბრინჯის თეთრ და
ჩემი თვალებივით ვიწრო ბილიკებზე
დაგეკარგა...

მე ვარ შენი ნაღვლიანი ჩინელი ბავშვი.
შენ კი სიზმრებში
ისევ ჩემი აბრეშუმის ფერები გაქვს
გაფენილი.
არც არაფერი არ შეცვლილა,
როგორც საკუთარ ბავშვობაში,
ყველაფერი ისევ ისე მაკლია ახლაც:
დაწყებული მწვანე,
ანდა ყავისფერი ფლომასტრით და
მნიშვნელოვანი სახარულით
დამთავრებული.



21.03.2004

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი