ღამეში ორი მოპარული მტევანია შენი რწმენა ..
ღამეში ორი მოპარული მტევანია შენი რწმენა. თვალები,ორი ჟანგიანი მონეტაა შენი მშვიდობა,- პატრონისთვის ხელისგულებში ჩასაწური. აი,სხვა, ორი ერთნაირად მშვიდი, ერთი ორნაირად ღირსეული, ბევრ ბეღურაზე უკეთესი... ცარიელია ყველა სახლი, სადაც შენი ორი, მოპარული მტევნის შესაწირი ეძებე. იქით პატარა და წითელი სახლების სოფელია, შენი მონეტების მიღმა დამალული განსაცდელი, სხვისი და ღარიბი... აი,აქ კი, რა მართალი ხარ,ჩემო სიყვარულო, როცა ამდენ მშიერ მეზვერეს უნაყოფო ტყეებისკენ მიერეკები. 04.09.2007.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი