შენთან ყოფნა ..
შენთან ყოფნა ძალიან ჰგავდა პაწაწინა ბუმბულების ჰაერში ლივლივს, როცა თბილა და სიმშვიდეა სამყაროში. გარშემო კი, მხოლოდ ბავშვები თამაშობენ, სხვა არაფერი. ჰგავდა მშვიდ ძილს, როცა შენს სიზმრებს ჩიტებივით გავატანე თაფლი და ქარვა, გამჭვირვალე, თავიანთი ბუდეებისკენ. ახლა ბნელი ეზოები ხახადაბჩენილი ქოფაკებივით მახტებიან და თიხის პერანგი ვერ მიფარავს, ჟონავს შიშის ლაქა: ჩიტი, რომელსაც სხვის ეზოში ფრთა უნებართვოდ გადაუცდა, კედელზე ცივი ლურსმნებით მყავს მიჭედებული. მოკვდეს, თამაში ისეც ღამედ გადაიქცა. ფრენის სურვილი ფიტულივით ქანაობს ჭერზე და შეხებისას მტვერი გასდის ბუმბულებიდან. აი, სიმართლე, ზამთრის ღამეში საბანივით რომ უნდა გაგვწვდეს და სიცივისგან დაგვიფაროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი