და თენდებოდა კალანდის ღამე
მიჰქონდათ ქარებს, მოგონილი წლები მიჰქონდათ. ხელში ეკავა დედამიწას იდუმალება და უსასრულო სივრცის წყვდიადში აღარსად ჩანდა დეკემბრის ბოლო და თენდებოდა კალანდის ღამე. თოვდა, ძალიან ლამაზად თოვდა და ფოჩებიან თოვლის საბანში გაუქმებული გაზაფხულის ძახილს ეძინა, რომელსაც სარკედ დაედო თავთან ხსოვნა უსახო გარდასულისა. იწვოდა ხსოვნა ცეცხლში ტკივილით და ჟამთა სრბოლის უფერო თვლაში აღარსად ჩანდა დეკემბრის ბოლო და თენდებოდა კალანდის ღამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი